Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
Georgian Hot News
21 December 2014, 01:22
საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი და სამი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა, განიზრახეს აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, დაუკავშირდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის თემის ყოფილ სპეციალისტს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, თითქოს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კომპენსაციის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით 98 902 ლარი მიიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

 

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი